თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შოპინგს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს, რადგან საჭიროსთან ერთად, ერთ-ერთი საკმაოდ საამებელი საქმიანობაა, რომელსაც შეგიძლია მთელი უქმე დღე დაუთმო და დღის ბოლოს ახალი სამოსით დამშვენებულმა სარკესთან სელფიც გადაიღო. არ აქვს მნიშვნელობა, სამოსი უკვე გვაქვს თუ არა, საყიდლებზე გავლა შეიძლება დამღლელია, თუმცა ემოციურად ნამდვილად დაგმუხტავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმას იპოვით, რასაც ეძებთ. თავის მხრივ, ტანსაცმლის არჩევა ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა, რომელიც დადებითად აისახება ფსიქიკაზე და ხელს უწყობს სეროტონინის დიდი დოზით გამომუშავებას. როგორც წესი, მეგობართან ერთად ჩავდივართ ამ საქმეს, განწყობა კი აუცილებლად გადამდებია და როდესაც რომელიმეთაგანი ამაღლებულად იგრძნობს თავს, მეორესაც აუცილებლად გადაედება ხოლმე.
ყველას გვსურს კარგად, დახვეწილად და გემოვნებიანად გამოვიყურებოდეთ, ამიტომაც შეიძლება სამსახურში თასქებს შორის ხშირად საყვარელი ბრენდების გვერდები განვჭვრიტოთ რაიმე ფასდაკლების მოლოდინში. შოპინგის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა კარგი სამოსის ხელში ჩაგდება, თანაც მისაღებ ფასად, ამიტომ კარგი იქნება თუ სხვადასხვა ალტერნატივებიც გვეცოდინება. დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის იდეალური ადგილი აუთლეტ მაღაზიებია, სადაც შეგიძლიათ ნამდვილად კარგი სამოსი ნამდვილად კარგ ფასად იპოვოთ.
აუთლეტი ნიშური ტიპის მაღაზიაა, რომელიც ყველა დიდ და ცნობილ ბრენდს აქვს. ასეთი ტიპის მაღაზიებში პროდუქტი შედარებით დაბალ ფასშია ხელმისაწვდომი. ბრენდები ხშირად დიდი რაოდენობის პროდუქტს უშვებენ, რომლის სრულად გაყიდვას სეზონზე ვერ ასწრებენ, შესაბამისად გაჩნდა საჭიროება ისეთი სივრცისთვის, სადაც ეს პროდუქტი თავის მყიდველს მაინც შეხვდებოდა. აუთლეტებში ხშირად შეხვდებით წინა წლის პროდუქტს, რომელიც შეიძლება ცალობითაც იყოს განლაგებული, თუმცა ყოველთვის დაბამ ფასად, ამიტომ ასეთ დროს აჯობებს შანსს თუ ხელიდან არ გაუშვებთ, რადგან გადადების შემთხვევაში შეიძლება სხვა იგდოს ხელთ და მეორე მისვლაზე ადგილზე აღარც კი დაგხვდეთ. აუთლეტ მაღაზიაში ხვდება ისეთი პროდუქტიც, რომელსაც უმნიშვნელო გარეგნული წუნი აღენიშნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამოსი გამოუსადეგარი ან დაბალი ხარისხისაა, როგორც წესი, ასეთი ტიპის ხარვეზი არაა თვალისთვის მარტივად შესამჩნევი.
აუთლეტებში შოპინგი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, საქართველოში კი სულ უფრო მეტ ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ევროპის წამყვან ქვეყნებში ძალიან დიდი სივრცე ეთმობა ამ მიმართულების მოლებსა თუ სოფლის კონცეფციის სივრცეებს, რაც საკმაოდ დიდ არჩევანს აძლევს მომხმარებელს. საქართველოში სულ მალე აუთლეტ სოფლის კონცეფციით ევროპა-აზიის გზაგასაყარზე ყველაზე დიდი სივრცე გაიხსნება, რომელიც გააერთიანებს მსოფლიოში ცნობილი და ადგილობრივი ბრენდები აუთლეტ მაღაზიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ Outlet store Tbilisi საკმაოდ დიდად მოინიშნება საერთაშორისო საშოპინგო რუკაზე.
აღნიშნული სივრცით უამრავი შოპინგის მოყვარული ადამიანი შეძლებს სარგებლობას ყოველდღიურად, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე უცხოელი ვიზიტორებიც. ეს საშუალებას მისცემს ყველას, მიიღოს საკმაოდ დიდი არჩევანი და კომფორტი, თანაც ერთ სივრცეში. მოსალოდნელია სხვადასხვა ქვეყნების სტუმრების დაინტერესებაც, რაც თავის მხრივ, ტურიზმსაც შეუწყობს ხელს, ხოლო თბილისი ამ მიმართულებითაც გახდება ცნობადი ადგილი. Outlet store Tbilisi დღეს უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საკმაოდ ხშირად დაგუგლვადი წინადადებაა, სულ მალე კი თანამედროვე და ინოვაციური აუთლეტ სოფლის სივრცე უამრავ ადამიანს გაუღებს კარს.
(R)








