ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მასთან დაკავშირებით გაკეთებულ “ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას , რომელშიც ბურჯანაძე აცხადებს, რომ “სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში სამსახური ეშოვნა”.
როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის სწორ მხარეს დგას და ბურჯანაძესთვის არაფრის მტკიცებას აპირებს.
“რა ბედნიერებაა, ევროკავშირის და ამერიკის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის გამო, თავს როდესაც გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში, ომის დაწყებას გაბრალებდა, პოზნერის ეთერებიდან არ დგებოდა. მიყვარს ყველაფერი თავის ადგილზე როდესაც დგება. იცი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხარ”,-წერს სამადაშვილი.
“ტვ პირველის” ეთერში ბურჯანაძემ განაცხადა: “სალომე სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში შესულიყო და ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა”.











