fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა განსხვავებაა ოპოზიციის და უმრავლესობის კანონპროექტებს შორის – დეტალები 

12:07 აპრილი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.

წინააღმდეგობრივი შეხედულებების გამო ოპოზიციამ ამნისტიის საკუთარი პროექტიც დაარეგისტრირა.

ორივე მხარე კანონპროექტის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს და განმარტავს, რა საკითხებში გაჩნდა ყველაზე მეტად განსხვავებული მოსაზრებები.

ერთი საკითხი კონკრეტულ მუხლებს ეხება, ხოლო მეორე დაზარალებულების თანხმობას.

განსხვავება ორ კანონპროექტს შორის 

„ქართული ოცნების“ კანონოპროექტის მიხედვით, ზოგადად 20 ივნისის მოვლენების ამინისტირება უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განცხადებები უკვე გაკეთდა.

„განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვამბობთ – ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენას და გამოვრიცხოთ ის მუხლები, რასაც არ ვახებთ. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, რომ – ჩავწეროთ კონკრეტული მუხლები, რას ეხება და რას არ ეხება.

მეორე განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გვეუბნებიან, რომ საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. ჩვენი პოზიცია კი ასეთია: ვინაიდან ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, გამონაკლისი შესაძლოა იყოს მაკო გომურის შემთხვევა.

„ამნისტირება გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ოპოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს.

„ამინისტია იმ ადამიანებს, უნდა შეეხოთ, ვისზეც უკვე წაყენებულია ბრალდება. „ლელომ“ შემოიტანა ჩამკეტი, რომ ამნისტია უნდა შეეხოთ ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები იქნებიან თანახმა რომ აპატიონ დანაშაული მოძალადეებს.  „ქართულ ოცნებას“ უნდა რომ მომავალ ჰიპოტეზურ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ერთი წლის მერეც აღმოჩნდეს, ამაზეც გავრცელდეს ამნისტია“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის,  პაატა მანჯგალაძის განმარტებით, ორ მხარეს შორის წინაარმდეგობის გამო ოპოზიციამ საკუთარი კანონპროექტიც დაარეგისტრირა.

„დიდი წინააღმდეგობა გვქონდა დაზარალებულის თანხმობაზე, ამნისტიის გავრცელების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ამაზე არ თანხმდება, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ ჩვენი კანონპროექტი, სადაც აუცილებელი იქნება დაზარალებულის თანხმობა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ზოგადად მოვლენის ამინისტირება მოხდეს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ კონკრეტული მუხლები ჩაიწეროს“,- განმარტავს პაატა მანჯგალაძე.

თეგები: ამნისტიაამნისტიის შესახებ კანონი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის აქტი მიიღო

სექტემბერი 7, 2021
773
საზოგადოება

იზოლაციის და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ

ივლისი 26, 2021
1k
პოლიტიკა

ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება”, არის სრული მავნებლობა – გრიგოლ ვაშაძე

ივნისი 17, 2021
797

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია