საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს პოსტს, სადაც გიორგი ვაშაძე მასზე ამბობს: მისი გასწორება არ იქნება, გავაცდინე დრო, როცა მეგონა, შევცვლიდი. რაზეც მიშა პასუხობს:
„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა.
იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში.
არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“,- წერს სააკაშვილი.











