საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განამრტებას აკეთებს. როგორც იგი ამბობს, საქართველოს საზღვრები დაკეტილია ყველასთან, მათ შორის რუსეთთანაც.
„სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საზღვრები გახსნილია, აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთთან, რომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები ავტომანქანებით. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალქეებს, საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე რუსეთთან. მხოლოდ გახსნილია მაშინ, თუ შემოდის საქართველოს მოქალაქე, ან ის, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. შემოსვლისთანავე ისინი გადადიან კარანტინში.
აქედან გამომდინარე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დადიან რუსული მანქანები. ასევე მინდა გითხრათ, რომ არიან დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არ წავიდნენ პანდემიის დრო რუსეთში, ისინი აქ ლეგალურად არიან, ჩვენ მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“,- განაცხადა გომელაურმა.











