„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ამომრჩევლის კონსოლიდაციის უნარი. მან ასევე განაცხადა, რომ „საბურთალოზე“ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურაზე მხარის არდაჭერა შეცდომა არ იყო.
„არ ვთვლი რომ შეცდომაა. უნდა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც კონსოლიდაციას გააკეთებს საპროტესტო ელექტორატის და ამიტომ არის დღეს შერჩევა რთული. ისეთ კანდიდატებზე საუბარი, რომელიც კონსოლიდაციას ახერხებს. „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ კანდიდატს, ელენე ხოშტარიას აღმოაჩნდა ამისი უნარი და ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ვაკეში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან“.
წამყვანის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ამის უნარი თაკო ჩარკვიანს, ჩერგოლეიშვილმა ასე უპასუხა:
არა, რა სისულელეა, რაზეა საუბარი საერთოდ… ეს ყველაფერი „ევროპული საქართველოს“ გადასაწყვეტია, მაგრამ მე ნამდვილად გამეცინებოდა თაკო ჩარკვიანისთვის რომ დაეჭირათ მხარი…“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.











