fbpx
28/01/2023
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა თქვა დონალდ ტრამპმა საქართველოს შესახებ, პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში 

18:28 ნოემბერი 2, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.9k
ნახვა

აშშ-ს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე BBC-მ გამოაქვეყნა ვებ-პროექტი სათაურით – “აშშ-ს 2020 წლის არჩევნები: რა თქვა ტრამპმა თქვენს ქვეყანაზე”.  ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

| რა თქვა ტრამპმა საქართველოზე – რას წერს BBC-ი

BBC-ის ამ ვებ-პროექტის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველო საკუთარ ტვიტებში მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს ახსენა.

კერძოდ, მაშინ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გიორგი კვირიკაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თეთრ სახლში ვმასპინძლობთ“,- დაწერა ტრამპმა  Twitter-ზე.

Honored to welcome Georgia Prime Minister, Giorgi Kvirikashvili to the @WhiteHouse today with @VP Mike Pence. https://t.co/EAPvsrbrUO pic.twitter.com/FnKkuWLFDp

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 8, 2017

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპი საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ამ დრომდე არ შეხვედრია.

ტრამპმა გიორგი გახარიას მაისში, დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილში პრეზიდენტმა ტრამპმა გიორგი გახარიას ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიაში შეტანილი „მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ მადლობა გადაუხადა. წერილში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში სწრაფვის მხადაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

 

სქრინი BBC-ის სტატიიდან

 

| ტრამპი და საქართველო – რა არ მოხვდა BBC-ის ამ პროექტში

  • ტრამპმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა მიულოცა და წერილი გაუგზავნა.

„შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ისევე როგორც საქართველოს  დასავლეთთან ურთიერთობას“, – ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის წერილში.

 

  • 2018 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა, ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„საქართველო შესანიშნავი ქვეყანა. მას უძველესი და ლამაზი ისტორია აქვს. ქვეყანას დასავლურ კულტურაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი – მუსიკის, არქიტექტურისა და სამზარეულოს თვალსაზრისით. ქართველმა ჯარისკაცებმა უდიდესი ვაჟკაცობა გამოავლინეს, როცა ავღანეთსა და ერაყში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“,- ეწერა კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ ტრამპის წერილში.

  • თუმცა, 2018 (12 ივლისი) წელსვე ტრამპმა განაცხადა – „საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსი აქვს, მაგრამ ახლა არა“

შეკითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე უპასუხა. ტრამპის თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი გასაჭირი. საქართველოსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა, მაგრამ მათ შეხვედრაზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ასეთია პრეზიდენტ ტრამპის აქტივობები საქართველოსთან მიმართებაში გასული 4 წლის განმავლობაში.

| რაც შეეხება ბიზნესმენ დონალდ ტრამპს:

ტრამპი საქართველოს მანამდე ეწვია, სანამ ის აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა. კერძოდ, ტრამპი საქართველოში 2012 წელს – მაშინ ბიზნესმენის, უძრავი ქონების მაგნატის რანგში, ბათუმში 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით ჩამოვიდა.

„ვფიქრობ, ქვეყანაში უამრავი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა გაქვთ. საოცარია იმის ყურება, რაც აქ ხდება. საქართველო  ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საოცარი ადგილია“,- უთხრა მაშინ ტრამპმა Reuters-ს საქართველოში ვიზიტისას.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, PTN.GE

 

თეგები: დონალდ ტრამპისაქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

დეკემბერი 9, 2021
846
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დეკემბერი 9, 2021
793
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

დეკემბერი 8, 2021
838

ბოლო განახლებები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022
768

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად?

ოქტომბერი 1, 2022
767

აქსესუარების ფართო არჩევანი: სად შევიძინოთ ჩანთები და ბეჭდები?

სექტემბერი 29, 2022
769

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის შეძენას გადავწყვეტთ?

სექტემბერი 27, 2022
778

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
826

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.1k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.3k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია