გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში „დიჯეი“ კოკო ღიბრაძის გამოკითხვა დასრულდა.
როგროც იგი ამბობს, სასამართლოს მან იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რაც ადრე ჩვენებებშიც ეწერა და კონკრეტულად არავინ დაუსახელებია.
„რაც აქამდე ჩემ ჩვენებაში მქონდა ნათქვამი, იგივე მივაწოდე ახლაც სასამართლოს. კონკრეტულად არავინ დამისახელებია.
არ ვსაუბრობდი ვინ იყვნენ ეს ადამიანები. სხა რამეზე არ მისაუბრია. ან ჩემს დაზარალებაზე, ან რაიმე მსგავსზე. ჩემს დაზარალებაზე როგორ ვისაუბრებდი, როცა ასეთი ამბავი მოხდა“,- აღნიშნა მან დაკითხვის შემდეგ.
დღეს სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მთავარი ფიგურანტები, გური ამირხანაშვილი, DJ კოკო ღიბრაძეს და ვახო ახვლედიანი უნდა დაიკითხოს. სამივე მათგანს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.











