fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშში

16:03 მარტი 31, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
970
ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ერთი თავი საქართველოსაც ეძღვნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები 2020 წელს მოიცავდა:

  • სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები (დაკავებები, გამოძიებები და სამართლებრივი დევნები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეოდა);
  • უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში;
  • მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი შეზღუდული პატივისცემა;
  • დანაშაულები, რომლებიც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ინტერსექსუალი პირების მიმართ ძალადობასა და მუქარას მოიცავდა;

„მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რათა გამოეძია ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება, მათ შორის: ანგარიშვალდებულების არარსებობა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასა და საქართველოდან გადაცემასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ანგარიშში.

|საპარლამენტო არჩევნები 2020

საქართველოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, კორონავირუსის პანდემიის გამო,  ეუთომ დამკვირვებლების ლიმიტირებული რაოდენობა გააგზავნა. არჩევნების წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანი იყო, დაცული იყო  ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვნებამ, პროცესის გარკვეული ასპექტების მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“.

|ოკუპირებული ტერიტორიები

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა, ხოლო დე-ფაქტო ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ.

„2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში რჩებოდა, თუმცა, რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობის გაადაადგილებას ზღუდავდნენ.  ოკუპირებულ რეგიონებში ადგილი ჰქონდა: უკანონო მკვლელობებს, მათ შორის სამხრეთ ოსეთში; უკანონო დაკავებებს; გადაადგილების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის, ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა; და ეთნიკური ქართველებისთვის საკუთრების ქონის ან ბიზნესის რეგისტრირების შესაძლებლობის შეზღუდვა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წელს გაძევებული ეთნიკური ქართველების უმრავლესობას სამხრეთ ოსეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე უარი უთხრა.

„ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის რუსული „ბორდერიზაცია“ გაიზარდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება და ადგილობრივი მცხოვრებლები მათი თემებისგან და არსებობის წყაროსგან გაყო. რუსეთისა და დე-ფაქტო ხელისუფლებები ორივე რეგიონში დარღვევებს დაუსჯელად ახორციელებდნენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

|მაჩალიკაშვილის საქმე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 25 იანვარს, გენერალურმა პროკურატურამ 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

„გენერალური პროკურატურის ცნობით, გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა. 2 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ თებერვალში საქმის მასალების განხილვის შემდეგ, მან გენერალურ პროკურორს გამოძიების ხელახლა დაწყება სთხოვა. მან  გამოძიების ხელახლა დაწყება „აუცილებლობად“ მიიჩნია, რადგან „რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება“ არ ჩატარებულა. მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზი, ამტკიცებდა, რომ მკვლელობა გაუმართლებელია. სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების მნიშვნელობას“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის აგვისტოში მალხაზ მაჩალიკაშვილმა ქვეყნის მასშტაბით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმის მიზნით, ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყო.

„2019 წელს სახალხო დამცველმა სთხოვა პარლამენტს, გამოეკითხა გენერალური პროკურატურა გამოძიებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს „აჩვენებს სისტემურ პრობლემებს“ უწყებაში. 2019 წლის ოქტომბერში საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო“,- აღნიშნულია ანგარიშში.

|ბუტა რობაქიძის საქმე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ნოემბერში გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილსა და ოპოზიციური პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ამირან, (ბუტა) რობაქიძის 2004 წლის მკვლელობასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალი დასდო.

|ინალ ჯაბიევი

ანგარიშში წერია, რომ ცნობები არ ყოფილა საქართველოში გაუჩინარებებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებზე და მთავრობის ან მისი სააგენტოების მიერ, სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფაზე. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და მოყვანილია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პოლიციის მიერ დაკავებული ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით სიკვდილის ფაქტი.

|ლუკა სირაძის საქმე

ანგარიშში მოყვანილია 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ, ჩვენების იძულების ბრალდებით, გამომძიებელ მარინა ჩოლოიანის გასამართლების ფაქტი.

„მარინა ჩოლოიანს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 15 წლის ლუკა სირაძის გამოკითხვისას, მოზარდზე  შანტაჟსა და მუქარას ახორციელებდა. დაკითხვის შემდეგ ლუკა სირაძემ თავი მოიკლა“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

|ციხეები და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულები

ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია – „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ციხისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობები, საერთო ჯამში, ადეკვატური იყო, ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში არ იყო საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, მინიმალური ფართი და სათანადო ჯანდაცვა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტების ზრდასა და ციხეებში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობის შესახებ.

|კარტოგრაფების საქმე

„ცნობები, თვითნებურ დაკავებებზე გრძელდებოდა. ერთ შემთხვევაში, 7 ოქტომბერს, ხელისუფლებამ დაააკავა დელიმიტაციის და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის 2 ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი, 2005-2007 წლებში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ კომისიის მუშაობის დროს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაში დასდო. 8 ოქტომბერს მათ ორთვიანი წინასწარი დაკავება შეეფარდათ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის კონტაქტები „კარტოგრაფების საქმეს“ პოლიტიკურად მოტივირებულად აღწერდნენ“,- აღნიშნულია ანგარიშში.

|სასამართლო

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება.

„სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებდა შეშფოთებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლოვანების გამო. წლის განმავლობაში მათ ხაზი გაუსვეს პრობლემებს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენას, რომელიც ძირითადად შედგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლოს სისტემაში და ხელს უშლიდნენ წინადადებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა ამ გავლენიან და არარეფორმატორ ჯგუფს „კლანად“ მოიხსენიებენ,” – ნათქვამია ანგარიშში.

|პოლიტიკური პატიმრების შესახებ

ანგარიშში მოხვდა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორისა და „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის, „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას, ასევე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას და „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავდა.


ანგარიშშია ასევე საუბარია 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და მრავალფეროვან შეხედულებებს გამოხატავდა, თუმცა საუბარია არასამთავრობოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოხატულ წუხილზე, მედია პლურალიზმთან დაკავშირებით და ზოგიერთ მედიასაშუალებაში მთავრობის ჩარევაზე.

თეგები: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას

ივლისი 29, 2021
772
მსოფლიო

საქართველოში საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა – სახელმწიფო დეპარტამენტი

ივლისი 21, 2021
776
მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც ისაუბრა

თებერვალი 5, 2021
875

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია