fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა უნდა იცოდეთ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამდე, აცრისას და აცრის შემდეგ

09:22 აგვისტო 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
4.4k
ნახვა

პანდემიიდან ერთი წლის თავზე ქვეყნებმა ვაქცინაცია დაიწყეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, შეზღუდვებთან ერთად ვაქცინაცია, ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დასაბრუნებელი მნიშვნელოვანი იარაღია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინა უკვე მილიონობით ადამიანმა გაიკეთა, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავალი კითხვაა.

|რა უნდა იცოდეთ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე

UNICEF ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას ვაქცინის  მიღებამდე, მცირე კვლევის ჩატარებას ურჩევენ. ინტერნეტში ვაქცინების შესახებ საკმაოდ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობამ საჭირო ცნობები ისეთი სანდო რესურსებიდან მიიღოს, როგორიც UNICEF და WHO-ია.

კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთოთ მაშინ, თუ:

  • COVID-19-ის ვაქცინაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული ხართ
  • COVID-19-ის სიმპტომები აქვთ (თუმცა, შეგიძლიათ გაიკეთოთ აცრა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდებით და თქვენი ექიმი აცრის ნებართვას მოგცემთ).

თუ წარსულში რომელი ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ ან გაქვთ შეკითხვები იმ წამლების შესახებ, რომელსაც იღებთ, ვაქცინის გაკეთებამდე აუცილებლად დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს.

ვაქცინის მიღებამდე კარგად გამოიძინეთ და წყალი მიიღეთ.

|ვაქცინის გაკეთებისას

დაიცავით არსებული წესები- სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისას აუცილებლად დაიცავით სოციალური დისტანცია, ატარეთ პირბადე.

კომუნიკაცია – აუცილებლად ესაუბრეთ სამედიცინო პერსონალს და უთხარით თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორად ჩაითვალოს.

აუცილებლად შეინახეთ ვაქცინაციის ბარათი – ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რომელი ვაქცინა გაიკეთეთ. ასევე, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგჭირდებათ.

|ვაქცინაციის შემდეგ

დარჩით მონიტორინგისთვის: ვაქცინის მიღების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეთ, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიარა და ისეთი რეაქცია არ მოყოლია, რომელსაც სწრაფად სჭირდება რეაგირება.

მზად იყავით გვერდითი ეფექტებისთვის: ვაქცინები თქვენს იმუნურ სისტემას ინფიცირების გარეშე აძლიერებს. თუმცა, შესაძლოა, ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მსუბუქი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს, რომელიც თავისით გაივლის.

ასეთი გვერდითი ეფექტებია:

  • მკლავის ტკივილი ინექციის ადგილზე
  • უმნიშვნელო სიცხე
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი
  • შემცივნება
  • დიარეა

თუ სიმპტომები რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ან თუ მძიმე რეაქცია გამოგივლინდათ, დაუყოვნებლიც მიმართეთ სამედიცინო პერსონალს.

იყავით მომთმენები –  იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მომზადებას დრო სჭირდება. Pfizer-BioNtech ან Moderna-ს ვაქცინის მიღების შემთხვევაში, სრულად ვაქცინირებულად მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ ჩაითვლებით.

AstraZeneca-ს შემთხვევაში მეორე დოზის მიღებიდან 15 დღეში.

J&J/Janssen-ის შემთხვევაში ვაქცინის ერთი დოზის მიღებიდან 2 კვირაში.

განაგრძეთ პრევენციული ზომების დაცვა: ვაქცინები ადამიანებს ვირუსის მძიმე ფორმებისაგან იცავს. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით შეიძლება თუ არა ვაქცინირებულმა ადამიანებმა ვირუსი, სიმპტომების გამოვლენის გარეშე, გაავრცელონ. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგ, გარშემომყოფების დასაცავად აუცილებლად უნდა განაგრძოთ პრევენციული ზომების დაცვა.

 

მომზადებულია UNISEF-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: UNISEFვაქცინაციაკორონავირუსის პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია