ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სამინისტრო ახალი რეგულაციებით შეუდგება.
იმისთვის, რომ პანდემიის გავრცელების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული, მოსწავლეებს სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება ექნებათ.
რაც შეეხება სკოლების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, მათ ბავშვთა ნაკადების დარეგულირება და სანიტრაულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა მოუწევთ.
„მოსწავლეებს შორის დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია მინიმუმ ერთი მეტრით.
ასევე, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ბავშვთა ნაკადების მართვა.” – აღნიშნულია სასკოლო რეგულაციების შესახებ ჩანაწერში
სასწავლო პროცესის დასაწყებად და პანდემიის გავრცელების პრევენციის თავიდან ასაცილებლად, სწორედ ამ რეგულაციების შესრულება ევალებათ საჭიროდ თითოულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სწავლის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 14 სექტემბერს დაიწყება.











