fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა ვიცით აივ-ინფექციის სამკურნალო ინექციაზე, რომელიც FDA-მ დაამტკიცა – მიმოხილვა

14:20 თებერვალი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.4k
ნახვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, FDA-მ აივ-ინფექციის სამკურნალო ინექცია დამტკიცა, რომლის გაკეთებაც ინფიცირებულ ადამიანებს თვეში მხოლოდ ერთხელ მოუწევთ.

ეს ზუსტად ისაა, რასაც აივ-ინფექციის მატარებელი ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ყოველდღიურად სამი სხვადასხვა წამლის მიღება აღარ მოუწევთ.

|რა ვიცით აივ-ინფექციის სამკურნალო ინექციაზე

სამკურნალო საშუალება რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სტაბილური მდგომარეობის პაციენტებისთვის დაამტკიცა, ორი პრეპარატის კომბინაციაა – cabotegravir-სა და rilpivirine-ის. მკურნალობის ამ საშუალებას Cabenuva-ს უწოდებენ.

კლინიკურ ცდებში, სამკურნალო ინექციამ აივ ინფექცია ორი წლის განმავლობაში ისე დათრგუნა, რომ ვირუსის დაფიქსირებაც ვერ ხერხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ინექციამ აივ ინფექციის პრევენციის თვალსაზრისითაც აჩვენა ეფექტი. თუმცა, FDA-ს მიერ Cabenuva მხოლოდ სამკურნალო სახით დამტკიცდა.

ბოლოდროინდელმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ პრეპარატი ასეთივე ეფექტიანია ყოველ ორ თვეში ერთხელ გაკეთებისასაც, მაგრამ FDA-მ ის თვეში ერთხელ მოხმარებისთვის დაამტკიცა. კომბინაციაში შემავალი ერთ-ერთი პრეპარატის მწარმოებლის, ViiV Healthcare-ის პრესსპიკერი ამბობს, რომ კომპანია გეგმავს, მარეგულირებელს ორ თვეში ერთხელ მოხმარების ნებართვის მისაღებადაც მიმართოს.

აივ-ინფექციის მატარებელ ძალიან ბევრ ადამიანს აბების ყოველდღიურად, ჩავარდნის გარეშე,  მიღება უჭირს. მათ მკურნალობა შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო შეაჩერონ: შეიძლება დაკარგონ ნდობა, ამოვარდნენ სამედიცინო დახმარების პროგრამიდან, შეექმნათ მენტალური პრობლემა და ა.შ. აბების დალევის გამოტოვებამ კი, შესაძლოა, ვირუსს შესაფერისი გარემო შეუქმნას იმისათვის, რომ ის ადაპტირდეს და რეზისტენტული გახდეს.

ჰიუსტონის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელის, დოქტორ ტომ ჯორდანოს განცხადებით, აბების ყოველდღე მიღებას თან ახლავს სტიგმაც.

„თვეში ერთხელ იკეთებ ნემსს და მომდევნო თვემდე თავისუფალი ხარ. შესანიშნავია! ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც  ყოველდღე აბების სმით გამოწვეული სტიგმის შეხსენება აღარ სურთ“,- აცხადებს ტომ ჯორდანო.

Cabenuva-ს კვლევაში მონაწილება ადამიანების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ ყოველდღიურად წამლების სმას, თვეში ერთხელ ნემსის გაკეთება ურჩევნიათ.

თუმცა, ყურადსაღებია ის ფაქტი, ცდებში მონაწილე ყველა ადამიანი მანამდე ყოველდღიურად იღებდა სამკურნალო აბებს. შესაბამისად, მათ სისხლში აივის დონე ისედაც დაბალი იყო.

„პრობლემა ის არის, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების მდგომაროება ისედაც კარგი იყო.  ჩვენ არ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რამდენად დაეხმარება მკურნალობის ეს მეთოდი იმ ადამიანებს, რომელთა მდგომარეობაც სტაბილური არ არის“,- აღნიშნავს ექიმი ჯორდანო.

ექსპერტთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინექციის დამტკიცება საკმაოდ კარგი ამბავია, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად პრაქტიკული იქნება ყოველთვიური ინექციები კლინიკურ ცდებს მიღმა.

ამჟამად კვლევები მიმდინარეობს იმ ადამიანებზე, რომლებიც აივ-ინფექციის სამკურნალო აბებს რეგულარულად არ იღებენ.

|რამდენად ხელმისაწვდომია Cabenuva

Cabenuva-ს ღირებულება კიდევ ერთი პრობლემური საკითხია. კომბინაციაში შემავალი ერთ-ერთი პრეპარატის მწარმოებლის, ViiV Healthcare-ის პრესსპიკერის განცხადებით, Cabenuva-ს ღირებულება თვეში 4 000 დოლარი იქნება.

სამკურნალო ინექციის საკმაოდ დიდი ღირებულების გამო, შესაძლოა, აივ-ინფექციის მატარებელ ადამიანთა უმრავლესობამ მისი შეძენა ვერ შეძლოს.

|აქვს თუ არა Cabenuva-ს გვერდითი ეფექტები

აქვს თუ არა არა Cabenuva-ს გვერდითი ეფექტები, მისი ფართო მოხმარებაში დანერგვის შემდეგ გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ Cabenuva-სთვის საჭირო ნემსი უფრო განიერი და გრძელია ვიდრე ის, რომელსაც გრიპის ვაქცინის დროს იყენებენ. დიდია თვითონ  მისი მოცულობაც.

ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დოქტორი სიუზენ სუინდელსი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, აღნიშნავს, რომ ქალ პაციენტებს ინექცია ძალიან მოეწონათ, რადგან ყოველდღე აბების მიღება მათ ბევრ დროს ართმევს.

 

მომზადებულია NY Times-ის მიხედვით

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: CabenuvaFDAაივ-შიდსი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა

მაისი 11, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია