fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება

16:25 იანვარი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
16.7k
ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანას განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი კორონავირუსის ჩინური ვაქცინაა.

„ლაპარაკია, ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან: AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს 5 ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია.

ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს. მათ ამისთვის ბევრი დრო ჰქონდათ, იმასაც ამბობენ, რომ წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ამ ვაქცინაზე მუშაობენ, ამიტომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება”,- განაცხადა ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

|რა ვიცით ჩინური ვაქცინების შესახებ

ჩინეთმა Sinopharm-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის 31 დეკემბერს დაამტკიცა.

ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinopharm-მა  ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კოვიდის ვაქცინა 79.34%-ით ეფექტურია.

Sinopharm-ის ვაქცინის გარდა, ჩინეთს კოვიდის ვაქცინის კიდევ 4 კანდიდატი ყავს, რომლებმაც მესამე კლინიკური ფაზას მიაღწიეს და რომელთა კვლევაც კვალავ მიმდინარეობს.

|რამდენად უსაფრთხოა Sinopharm-ის ვაქცინა?

Sinopharm-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობა 60 000-მა ადამიანმა მიიღო. თუმცა, კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ჩინეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლის, ზენგ იქსინის განცხადებით, ვაქცინის დამტკიცების მიუხედავად, კლინიკური კვლევები კვლავ მიმდინარეობს და ფარმაცევტული კომპანია ვალდებულია მიღებული მონაცემები ხელისუფლებას წარუდგინოს.

იმ ადამიანების 0,1%-ს რომლებსაც Sinopharm-ს კორონავირუსის ვაქცინა უკვე  გაუკეთეს, უმნიშვნელო სიცხე დაუფიქსირდათ.

ზენგ იქსინის განცხადებით, მილიონში ორ ადამიანს „სერიოზული გვერდით რეაქციები“ განუვითარდა, როგორიცაა ალერგია.

ჩინეთი გეგმავს, რომ თებერვლამდე ადგილობრივი წარმოების ვაქცინით 50 მილიონი ადამიანი აცრას. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

თავდაპირველად ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. შემდეგ კი ასაკოვნებსა და იმ ადამიანებს აცრიან, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.

|ჩინეთის გლობალური წარმოების ცენტრი

ჩინეთს ვაქცინის მასობრივი წარმოებისთვის და რეგიონში განაწილებისთვის საკმაოდ დიდი რესურსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.

ჩინეთის ლიდერები აცხადებენ, რომ განვითარებად ქვეყნებს წარმატებულ ვაქცინაზე პრიორიტეტული წვდომა ექნებათ.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინის მიღების თვალსაზრისით განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ, მათ შორის კამბოჯას, ლაოსს, მიანმარს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

ვაქცინის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო რესურსების ქონა ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს ისეთი ვაქცინების წარმოებაც შეუძლია, რომლებიც სხვა ქვეყნებმა შეიმუშავეს. მაგალითად, კომპანია Shenzhen Kangtai Biological Products-მა ჩინეთთან Oxford-AstraZeneca ვაქცინის მილიონობით დოზის წარმოებაზე შეთანხმება უკვე გააფორმა.

|Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანასაც განიხილავენ.

რა ვიცით Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაზე

BBC-ის ინფორმაციით, Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის დასამზადებლად მეცნიერებმა გრიპის ვირუსის სუსტი ფორმა, ე.წ. ადენოვირუსი გამოიყენეს.

მეცნიერებმა ადენოვირუსს ფორმა შეუცვალეს, რათა უფრო მეტად მიემსგავსებინათ კორონავირუსისთვის.

ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებისკენ უბიძგებს, რათა ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის დამარცხება ადვილად მოხდეს.

|რამდენად ეფექტურია

კვლევებმა აჩვენა, რომ Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა და მას იმუნური რეაქციის პროვოცირება ყველა ასაკის ადამიანში, მათ შორის 55 წელს გადაცილებულებშიც, შეუძლია.

AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ფორმის მიმართაც, რომელიც თავდაპირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ეფექტური უნდა იყოს.

დიდმა ბრიტანეთმა, მექსიკამ, ინდოეთმა Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის უკვე დაამტკიცა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

მომზადებულია CNN-ისა და BBC-ის მიხედვით

თეგები: თენგიზ ცერცვაძესაქართველო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

დეკემბერი 9, 2021
846
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დეკემბერი 9, 2021
793
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დეკემბერი 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია