უცხოური მედიის ინფორმაციით, რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ამის შესახებს „როიტერი“ წერს.
`წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავში 50 მგზავრი იმყოფება. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.











