თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “რადიკალურ ოპოზიციას” აქვს მცდელობა დავით გარეჯის საქმეში საკუთარი დანაშაული დაფაროს.
„კონკრეტული პიროვნებების პასუხისგებაში მიცემის საკითხს წყვეტს პროკურატურა და სასამართლო. ეს არაა ჩემი პრეროგატივა. მე საკითხის ირგვლივ გამოძიებას მივეცი ინფორმაცია და მოგეხსენებათ ჩემი წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება იმიტომ, რომ რეალურად ჩემი ხელმძღვანელობით შეგროვდა მასალები, რომელიც მე მივაწოდე პროკურატურას. საქმე ეხებოდა ძალიან მძიმე ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას როგორც კარტოგრაფების საქმე. ეს მიუთითებს იმას, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.











