fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„რაღაცას მტენიან, მინდა აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს ბინძური ლაქა“ – ავთო ბილანიშვილი

10:40 ივლისი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორით შევიტყვე. გავიგე, რომ ბავშვი იყო დაკარგული, და მერე ტელევიზორში რომ გამოაცხადეს, –  ამის შესახებ განცხადება ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე კაწრომ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი გამოკითხვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთმა არხმა გაავრცელა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, შაქარაშვილის საქმის მოწმე გური ამირხანაშვილი თეთრ პერანგიან მამაკაცს ესაუბრება. ამავე არხის მტკიცებით აღნიშნული მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილია.

თავად ავთანდილ ბილანიშვილი აცხადებს, რომ კადრებში ის არ ფიგურირებს და ამასთან, მას გიორგი შაქარაშვილთან და მოძალადეებთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს.

„არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულთან, არც მოძალადეებთან. საერთოდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. არც შორეული ნაცნობობა მაკავშირებს, ვაბშე არ ვიცნობ.

შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორით შევიტყვე. გავიგე, რომ ბავშვი იყო დაკარგული, და მერე ტელევიზორში რომ გამოაცხადეს.

ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. ჩემი ტელეფონი საგამოძიებო ორგანოში დავტოვე.
პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოში იმიტომ დამიბარა, რომ გვარამიას თქმით, ვიდეოჩანაწერებში მე ვიყავი.

მივეცი ჩვენება სად ვიყავი და რას ვშვრებოდი მაგ დღეებში. ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. ალიბიც მაქვს და საერთოდ ზარიც კი არ მაქვს არც ერთთან გაშვებული ან გამოშვებული. არანაირი კონტაქტი აბსოლუტურად არ მქონდა.

მქონდა უფლება ნამდვილად, რომ არ დამეტოვებინა, მაგრამ ოჯახი მყავს, შვილი მყავს…

ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მითუმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან. ყველამ კარგად იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ“, – განაცხადა ბილანიშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

თეგები: კაწრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

„კაწროს“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას ქარტიის პრინციპის დარღვევა დაუდგინეს

ივლისი 24, 2020
2.1k
სამართალი

ბილანიშვილი ასახელებს ადგილს, თუ სად იმყოფებოდა ტრაგედიის ღამეს

ივლისი 11, 2020
2.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია