“რაღაცას წვალობს ბატონი მელია – როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბდა უნდა თუ არა, რომ გადაიხადოს გირაო,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გვარს არა აქვს მნიშვნელობა – იქნება მელია, თუ სხვა გვარის წარმომადგენელი… ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, ვინც აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პასუხი არის ძალიან მარტივი: – სახელმწიფო კანონების შესაბამისად მოქმედებს.
ყოვლად მიუღებელია უტიფარი განცხადებები, რომელიც ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.











