რამადანის დაწყების შემდეგ მექაში უმრას შესრულებასა და ქალაქში მდებარე დიდ მეჩეთში ლოცვებზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინირებულად ადამიანების შემდეგი ჯგუფი ჩაითვლება: ისინი, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა ან ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული. ასევე, ადამიანების ის ნაწილი, რომელმაც კოვიდი უკვე გადაიტანა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საუდის არაბეთში კორონავირუსის 393,377 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 6,704 ადამიანი სიცოცხლე ემსვერპლა.











