უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ეს იქნება სულ მცირე 1 წელი კიდევ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„უნდა გავითავისოთ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, მაგრამ სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება – ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად. ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების, როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში ტემპერატურით ადამიანი არ დაიშვას, რომ კონტაქტები იზოლაციაში იქნას გადაყვანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი PCR ტესტია მარაგში.
„დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ტესტი გვაქვს მარაგში, ასევე, გვაქვს 200 ათასამდე სწრაფი ტესტი. ამ მხრივ ქვეყანაში დაბრკოლება არ არის, ლაბორატორიათა რაოდენობაც იმატებს, იყო 22 და კიდევ ემატება 3 ლაბორატორია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყოს. მთავარი არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოიხატოს იმ რეგულაციების შესრულებაში, რასაც ვსაუბრობთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











