ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის მონაცემებს აქვეყნებს.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0653 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5518 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.











