ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ზურა ჯაფარიძეს დიდი სურვილი აქვს, იმუშაოს „გლოვოში“, ამით ხსნის, რომ არ ეძლევა სააუალება, ერთი მხრივ, საპარლამენტო საქმიანობა განახორციელოს, ხოლო მეორე მხრივ, „გლოვოს“ საკურიორო მომსახურებაში ჩაერთოს და მიიღოს შემოსავალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, მან ორ სახის საქმიანობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
„მან უნდა აირჩიოს, გააგრძელოს „გლოვოს“ კურიერად მუშაობა ან საპარლამენტო საქმიანობა და ხალხის საჭიროებებთან დაკავშირებით საპარლამენტო მანდატი აღასრულოს. ამიტომ უნდა გაერკვეს. ერთმანეთთან რომ არის ეს შეუთავსებელი, ცხადია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.









