fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რამდენიმე საარჩევნო უბნის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ შედეგი უცვლელი დარჩა – ცესკო

23:49 ნოემბერი 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
863
ნახვა

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო კომისიებში გადათვლილი საარჩევნო უბნის შედეგები.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს – საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა და განახლებულ ინფორმაციას შედეგების შესახებ ცესკოს საზოგადოებას ხვალ დილით მიაწვდის.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც განიხილება განცხადება, საჩივრები კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი.

გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნებისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმც ამ პროცესის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ ხვალ დილით განახლებულ ინფორმაციას შედეგების შესახებ მივაწვდით საზოგადოებას.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვის შედეგების თაობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში,” – აცხადებს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიაქცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
890
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია