იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია, რომელიც თბილისის აეროპორტში პეციალურმა სამკაციანმა ჯგუფმა ჩამოაბრძანა.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ცეცხლი ეპარქიებში დღესვე გადანაწილდება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება.











