fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რამდენჯერ უნდა შეკრიბოთ ეს ხალხი, რამდენჯერ უნდა მოუყვეთ თქვენს საგმირო საქმეებზე, რამდენჯერ უნდა მოატყუოთ და დაშალოთ – ნიკოლეიშვილი ოპოზიციას

20:29 მარტი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
923
ნახვა

„Пролетарии всех стран, соединяйтесь! (პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით)“ -ეს, საერთაშორისო რევოლუციური პროლეტარიატის დევიზი და მოწოდება გახლდათ ! „15 მაისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ!“ -ეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი რევოლუციური დევიზი და მოწოდება გახლავთ ! პროლეტარიატის ამ ამ დევიზმა, ასე თუ ისე 70 წელი იარსება, მერე კი მოკვდა და დაიშალა, როგორც საბჭოთა კავშირი…- ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს ეხმაურება.

„15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ,“ რამდენი ხანი გაძლებს, აი, ეს კი…რამდენჯერ უნდა შეკრიბოთ ეს ხალხი (და რამდენი?!), რამდენჯერ უნდა მოუყვეთ თქვენს საგმირო საქმეებზე, რამდენჯერ უნდა დაჰპირდეთ, რამდენჯერ უნდა მოატყუოთ და დაშალოთ…ისევ შეკრიბოთ უფრო ცოტა, ისევ დაშალოთ, მერე სულ ცოტა, ისე თვითონაც იშლებიან… 15 მაისი! დრო ცოტა ხომ არაა15 მაისამდე, მოასწრებთ? იქნებ 15 აგვისტო ჯობდა? არა, არ ვარგა ცხელა, 15 სექტემბერი? შეიძლება ისევ ცხელოდეს! 15 ოქტომბერი ან 15 ნოემბერი, არაა ცუდი აზრი თუ არ ეციება!… არა ამინდებიც, რომ ხელისუფლებასთანაა შეკრული, ისე როგორც საზოგადოების უმრავლესობა, და როგორც თქვენი ბელადი სააკაშვილი უწოდებს, რუსეთის აგენტები კორუმპირებული, კოლონიზატორი ამერიკელები და ევროპელები… თქვენ მაინც წადით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ეზოებში, სახლებში, ბინებში…

„უნდა მივიდეთ ხალხთანო“-თქვენ კი მიდიხართ, მაგრამ ეს ხალხი გელოდებათ? ან გეპატიჟებათ? უნდათ კი თქვენი მისვლა? თითქმის ყველა, მსოფლიოში არსებულ ენაზე ითქმება „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“…მეცინება, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია თქვენ, რომ ვინმე გეუბნებათ ამ სიტყვებს, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ძნელი წარმოსადგენია თქვენ გეუბნებიან ჯერ „კეთილი იყოს“ და მერე „ თქვენი მობრძანება!“…მეცინება! …ისე თქვენ შემოვლაზე მყოფები, რას ეუბნებით ხალხს? …მოდით ამ ერთხელაც წამოდით პარლამენტთან, მაგარი გამოსვლები და დაპირებები გვექნება-მუქარა, ყვირილი, სტვენა, ტანსაცმლიდან ამოვარდნები, ცეკვა-სიმღერა, ფერადი კვამლები, სხვა და სახვა დროშები! შეიძლება პარლამენტიდან წავიდეთ ფეხით „ქართული ოცნების“ ოფისამდე, ან რამდენიმე მანქანით მელიას საპატიმრო ადგილამდე, თუ გაწვიმდა (მაისში წვიმები იცის!), თქვენ შეხვალთ კარვებში, ჩვენ პოლიტიკური ლიდერები გადავინაცვლებთ ჩვენს ტელევიზიებში-„მთავარი,“ „ფორმულა“ და „ტვ. პირველი“-სადაც სულ გველოდებიან-იქ კი, ვილაპარაკებთ, ვილაპარაკებთ და ვილაპარაკებთ…“

აუუ, იქნებ არ ილაპარაკოთ? ჰო, რა გაგიკვირდათ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ჯობია არ ილაპარაკოთ! მოკლედ, ვისაც ამ ქვეყნის დანგრევა, შერყევა, შეტორტმანება, მოკლედ ვისაც რევოლუცია, სააკაშვილის და რუსული თამაში გინდათ მოდით 15 მაისს შეიკრიბეთ! რომელ წლის 15 მაისს? რა თქმა უნდა წელს, თუ შეიკრიბებით ! თუ ვერ შევიკრიბებით, მაშინ მომავალ წელს ან იმის შემდეგ წელს! ან ვინ გეკითხებათ, ხალხს, შეიკრიბება ოპოზიცია და გადაწყვეტს, როდის შეიკრიბოთ, ბიჭოოს! ბოლო ბოლო შთამომავლობას იმას მაინც ეტყვით, რომ რუსთაველზე იდექით, მაგრამ თუ იმას გკითხავენ რატომ იდექით, აქ ან გაჩუმდით ან უთხარით, როგორც მაშინ ვერ გიგებდათ ხალხი, ახლაც ვერ გიგებთ ვერავინ… გიკვირთ ?!“- წერს ლევან ნოკოლეიშვილი.

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე – 6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს

ნოემბერი 15, 2021
837
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი – ნაციონალებს მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები და ის უცხოელები დარჩათ, რომლებიც თავის ქვეყანაში აღარაფერს წარმოადგენენ

ნოემბერი 13, 2021
826
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციაში არიან და რას ბედავენ და კადრულობენ?! ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, პირდაპირ ადგილზე დახვრიტავენ ხალხს!

ნოემბერი 13, 2021
864

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია