„რამე ახალია, რომ გაზაფხულზე ვაპირებთ აქციებს? თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინნო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, პროტესტი არის ზეწოლსი ერთ-ერთი ფორმა ხელისუფებაზე დემოკრატიულ ქვეყნებში.
„რამე ახალია, რომ გაზაფხულზე ვაპირებთ აქციებს? თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს. თუ მანამდე შეთანხმება მოხერხდება, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, არანაირი აქციები არ იქნებ. თუ არ მოხერხდება, ბუნებრივია საპროტესტო, მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა და ეს ფორმაც გამოყენებული იქნება.
მოსახლეობამ აქციების ფორმით ყველას დაანახა, რომ სწორი გადაწყვეტილება არის საპარლამენტო ბოიკოტი. სამი ოთხი აქციით ასეთი საკითხები რომ წყდებოდეს, პრობლემაც არ იქნებოდა. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











