“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მედიაში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დემონიზება ხდება, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მათ რამე რომ დაემართოს ამაშიც პასუხისმგებლები “ქართული ოცნების” ლიდერები იქნებიან.
“ზოგადად, ეს ვითარება არის არანორმალური, როდესაც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჯერ-ერთი საქმეს აღძრავენ და შემდეგ ახდენენ მის სრულ დემონიზებას მასმედიაში, ახდენენ მოღალატის იარლიყის მიწებებას და შემდეგ ამ შექმნილი ძალადობრივი გარემოს გამო ხდება ამ ადამიანზე ძალადობა, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გაჟღერება და ა.შ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო. არანაირი გამართლება, მთლიანად ამ ბინძურ კამპანიას, რომელიც ამ ადამიანების წინაამდეგ იყო, არ აქვს და მისი შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დასიჯებიან კიდეც ნორმალურ ქვეყანაში”,-განაცხადა კაპანაძემ .











