26 მაისს 30 წელია აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას, მაგრამ რანაირ სახელმწიფოში ვხვდებით ამ დღეს, – ასე მიმართა ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.
„საქართველო, რომელიც არის ჭიათურაში, ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, ის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან ვერ გაიგეს პასუხი კითხვაზე, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება. თქვენი პრემიერ-მინისტრი დასცინის და ბნელებს ეძახის მათ, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს მათ შეკითხვებს. თქვენგან ითხოვს პასუხს ეს ხალხი. რას აკეთებთ აქ და რისთვის გიხდით ხელფასს ხალხი?“, – განაცხადა სამადაშვილმა.











