უკრაინელი დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობის საქმეს გამოეხმაურა.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ჟურნალისტზე, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფდა, რამზან კადიროვის ბრძანებით მზადდებოდა ლიკვიდაცია.
ეს არ მოხდა, რადგან უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს ქართველი კოლეგები.
და სანამ ზელენსკი პოროშენკოს სახით მტრებს ეძებს, პუტინი აგრძელებს და განაგრძობს მკვლელობებს“, – წერს დეპუტატი.
ცნობისთვის გუშინ, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
Вчера появилась новость о том, что на грузинского журналиста, который оскорбил Путина готовилось покушение по заказу…
Posted by Олексій Гончаренко on სამშაბათი, 16 ივნისი, 2020











