fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რასა იუკნევიჩიანე: საქართველოს გულშემატკივრებსა და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო

21:27 მაისი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ევროპელებს, საქართველოს გულშემატკივრებს და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო და როგორ იმუშავებს რეალურ ცხოვრებაში ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი არჩეულმა პარლამენტარებმა მოაწერეს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტესტი იქნება საქართველოსთვის.

„ჩვენთვის ყველა ფორმატი მნიშვნელოვანია და ამიტომ ვმუშაობთ ჟან მონეს დიალოგზე, მაგრამ უმთავრესი მაინც პოლიტიკური ძალების მზაობა და ნებაა. საქართველოსთვის ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაძლიერება და თანამშრომლობის ევროპული გზების გამოყენება. მნიშვნელოვანია ძალაუფლების გადანაწილება, კონსტრუქციულობა და ეს უნდა უზრუნველყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შედგენილმა და უკვე ხელმოწერილმა დოკუმენტმა. ეს უნდა იყოს დასაწყისი ცვლილებების, პოლარიზაციის დასასრულის. გამოცდილების გაზიარება და გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნება და ფორმატები ამაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი მზად არის დახმარებისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაატარონ რეფორმები.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტესტი იქნება საქართველოსთვის. ყველამ ვნახეთ, რა ინტერესი იყო საქართველოს მიმართ და ეს ხომ ერთი დღით არ შემოიფარგლება. ახლა ევროპელებს, საქართველოს გულშემატკივრებს და წარმატების მსურველებს სურთ ნახონ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო და როგორ იმუშავებს რეალურ ცხოვრებაში ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი არჩეულმა პარლამენტარებმა მოაწერეს. ასეც ვიტყოდი, ეს არჩევნები იქნება უმეტესად ტესტი მმართველი პარტიისთვის, რადგან არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ყველა ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მთავარია, რომ აღარ იყოს წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ სიძულვილის ენის გამოყენება. ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა უარი უნდა თქვას სიძულვილის ენაზე და დაამკვიდროს კონსტრუქციული მიდგომები. კონკურენცია გვესმის და არჩევნები კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, მაგრამ სიძულვილის ენას ყველამ უარი უნდა უთხრას. შეიძლება პოლიტიკოსები იდეების მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ არა ერთმანეთის და პიროვნულ დონეზე თავდასხმები მიუღებელია. ეს არის ევროპული მიდგომა. ვინც აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ჩაიარა პროცესმა და ახლა უნდა ვნახოთ პროგრესი. ეს არჩევნები ნამდვილად ტესტი იქნება. პოლიტიკური ცხოვრების ცვლილებები ახლა იწყება, როდესაც მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

თეგები: ევროკავშირირასა იუკნევიჩიანესაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ევროკომისია ევროკავშირში მოგზაურობისთვის ახალი წესების შემოღებას გეგმავს

ნოემბერი 25, 2021
886
მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ოქტომბერი 11, 2021
798
მთავარი ამბავი

კარლ ჰარცელი დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთს „სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს

სექტემბერი 5, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია