fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

22:44 ოქტომბერი 7, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

იუსტიციის მინისტრი ისრაელში ვიზიტს აგრძელებს. დღის ბოლოს რატი ბრეგაძე ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, ომერ ბარლევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, ციხეებში კოვიდ-19 ის გავრცელების წარმატებული პრევენცია, არასრულწლოვნთა რეფერირების ცენტრები – ეს საკითხები განიხილა რატი ბრეგაძემ ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრაზე.

რატი ბრეგაძემ უწყების სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც მცირე ზომის დაწესებულებების აშენებას, პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომის განმტკიცებასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს ეხება. შეხვედრაზე ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.

რატი ბრეგაძე დილიდან შეხვედრებს მართავს ისრაელის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრა მას ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან ჰქონდა. მხარეებმა ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტი სერვისების ხელმისაწვდომობის, ეფექტური მმართველობის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

მოგვიანებით რატი ბრეგაძეს ისრაელის შს მინისტრმა აიალეტ შაკედმა უმასპინძლა, რომელმაც საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ოფისიც დაათვალიერებინა.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ესწრება.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია