fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რატომ არ გაიარა კარანტინი – დავით ზალკალიანის განმარტება

12:36 ივლისი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
988
ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი განმარტავს, თუ რატომ არ გადაიყვანეს კარანტინში ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ და სოციალურ ქსელში პოსტს წერს.

„მინდა დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ!

საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. აღნიშნული ვიზიტი თავისი შინაარსით გახლდათ ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული. საქართველოს დელეგაციამ, ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში. თავად ის ფაქტი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის ფიზიკური დასწრებით გამართვის თაობაზე და აღნიშნულ სხდომაზე მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და იმ აქტიურ მუშაობას, რასაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ახორციელებს. მოხარულები ვართ, რომ კომისიის სხდომამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და ჩვენმა ქვეყანამ მოკავშირეების მხრიდან კვლავ დაიმსახურა მაღალი შეფასებები.

სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს დადასტურდა კიდეც COVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე“, – წერს დავით ზალკანიანი.

 

ბრიუსელიდან დაბრუნებული დავით ზალკალიანი კარანტინის გარეშე მთვრობის სხდომას დაესწრო

თეგები: დავით ზალკალიანიკარანტინი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

სექტემბერი 29, 2021
839
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

სექტემბერი 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

სექტემბერი 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია