ხვალიდან, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც ღია, ისე – დახურულ სივრცეში იზღუდება. თუმცა, გამონაკლისი მხოლოდ პოლიტიკური შეკრებებია – ღია სივრცეში პოლიტიკური თავყრილობა დასაშვებია.
რატომ იზღუდება მოქალაქეების შეკრება და რატომ რჩება პოლიტიკური სუბიექტებისთვის ეს უცვლელად, ამირან გამყრელიძე პასუხობს:
„მესმის ამ კითხვის სენსიტიურობა. შეზღუდვა პოლილიტიკური პროცესია. არჩევნების დროს, შეზღუდვები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რათა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ან მმართველი, ან სხვა რომელიმე პარტია. ეს საერთაშორისო რჩევაცაა და რეკომენდაც.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.











