fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

16:09 ივლისი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
16.7k
ნახვა

პანდემიის დაწყებიდან თითქმის 19 თვის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

იმუნიზაციის პროცესმა ახალი კითხვები გააჩინა.

საზოგადოებას აინტერესებს რატომ ინფიცირდება ზოგიერთი სრულად ვაქცინირებული ადამიანი.

|რა ხდება

მნიშვნელოვანია ვაქცინების ეფექტურობის სწორი გაცნობიერება. არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აცრილთა აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისაგან, თუმცა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობის, საშიში გართულებებისა და სიკვდილისაგან.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედვად იმისა, რომ COVID-19- ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები თითქმის 100%-ით იცავს ადამიანს COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ვაქცინა 100%-ით ეფექტური იყოს დაინფიცირების ან ინფექციის გადაცემის პრევენციის კუთხით.  ამას ემატება კოვიდის ახალი შტამების გაჩენა და ცირკულირება მსოფლიო მასშტაბით.

შესაბამისად, არსებობს სრულად ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების მცირე რისკი, რომელიც ცნობილია, როგორც „breakthrough infection“ და მოსალოდნელია ნებისმიერი ვაქცინაციის შემთხვევაში.

მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა,  თუმცა წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინირებულია. ასევეა სეზონური გრიპის შემთხვევაშიც. გრიპის ვაქცინა ვირუსის გავრცელებული ფორმებისაგან (შტამები) გვიცავს, მაგრამ, შესაძლოა, სეზონზე გავრცელდეს გრიპის ვირუსის განსხვავებული შტამები  და ვაქცინირებული ადამიანები მაინც დაავადდნენ. ასეთ შემთხვევებში ვაქცინირებულებში, არავაქცინირებულებისაგან განსხვავებით, დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმით ვლინდება .

|რა არის ამის მიზეზი

არსებობს 3 ძირითადი ფაქტორი:

  • ახალი შტამები: ვირუსი მუტაციას განაგრძობს, შედეგად კი კოვიდის ახალი შტამები ჩნდება, რომლებიც იმუნიტეტს „უსხლტებიან“და ვაქცინირებულ პირებშიც კი იწვევენ დაავადებას.მიუხედავად ამისა, ეს ახალი შტამებიც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეფექტურად განეიტრალდეს იმუნური სისტემის მიერ, რადგან მუტაციის შედეგად ნაკლებად იცვლება ვირუსის ის ნაწილები, რომელთა ამოცნობაც ანტისხეულებსა და T უჯრედებს შეუძლიათ.

 

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები
  • ვაქცინა – სრულად იმუნიზაციის შემდეგ, ვაქცინას შესაბამისი იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად გარკვეული დრო სჭირდება. მეორე დოზის მიღებიდან ზოგი მათგანი იმუნურ პასუხს 2 კვირის შემდეგ წარმოშობს, ზოგ ვაქცინას კი ამისთვის თვეები სჭირდება.
COVID ვაქცინა
COVID ვაქცინა
  • ინდივიდუალური რეაქცია:  ვაქცინაზე ყველა ადამინის ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. მაგალითად, ხანდაზმულ ასაკში ახალ ანტიგენებსა და ვაქცინაზე ადამიანის იმუნური სისტემა ისე ვეღარ რეაგირებს, როგორც ახალგაზრდა ასაკში. კვლევის მონაცემების თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

|რა ვიცით ვაქცინირებული ადამიანების  დაინფიცირების შემთხვევებზე („breakthrough infection“)

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ე.წ. breakthrough infection ვაქცინირებულთა 0,1%-ში დაფიქსირდა. ამერიკაში ჰოსპიტალიზებულ ადამიანთა 97%-ი არავაქცინირებული იყო.

 

მომზადებულია Bloomberg-ის, GAVI-ის, Washington Post-ისა და NCDC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: ვაქცინაციაინფიცირებაკორონავირუსის პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია