პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რაზე ისაუბრებს დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი წლიური მოხსენების ფარგლებში:
„ჩვენ შევაჯამეთ, რა მდგომარეობაა დღეს და განვიხილეთ ის უარყოფითი ტენდენციები. ძირითადად, ამ თემებზე იქნება საუბარი პერსპექტივაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა. ესაა მთავარი საკითხები, რაზეც პრემიერი ისაუბრებს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოისმენს, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.











