დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 4 314 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ინფიცირების რაოდენობა კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა.
თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა – 772, იმერეთი – 618, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 175, გურია – 129, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 247, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20.











