დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და შესაბამისად, საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
მისივე თქმით, ამ კუთხით 442 საწოლი მობილიზდება.
„დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და შესაბამისად, საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია. დღეს, ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან… ეს იქნება: საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახალციხესა და ლანჩხუთში. კლინიკები მიიღებენ ცხელების პაციენტებს და მათ საჭირო მომსახურეობას გაუწევენ,“- განაცხადა ეკატრეინე ტიკარაძემ.
ბოლო მონაცემებით, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი, ასევე გარდაიცვალა 5 პაციენტი.











