დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევიდან ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა დედაქალაქში დაფიქსირდა.
თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა – 385, იმერეთი – 327, ქვემო ქართლი – 181, შიდა ქართლი – 129, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 247, მცხეთა-მთიანეთი – 75, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების 53 109 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 1637 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.











