საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
ინფექცია სოფელ მეტეხში მცხოვრები, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდა.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, სოფელ მეტეხში ღრმა ეპიდკვლევა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.











