fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რიკ დემსი: ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება, მჯერა, ყველა დეტალი გაირკვევა

15:01 ივლისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
779
ნახვა

“ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული”,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ისაუბრებს.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას. ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მე მჯერა, რომ თუ გინდა, დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან.

მჯერა, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს. ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ პოლარიზაცია არავის ეხმარება.

მჯერა, პრესას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ სცადოს ამის განმუხტვა და სცადოს პოლარიზაციის დამშვიდება. ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან პრესამ უნდა გადასცეს ამბავი და როდესაც ცუდი რამ ხდება, ეს უნდა გაშუქდეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ, ჩემი აზრით, დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობაში დახმარება საკითხის გადაწყვეტის ნაწილი იქნება. მეორე მხრივ, მჯერა, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის რასაკვირველია ჟურნალისტები, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ.

მე აქ არ ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო, მე არ ვარ თქვენი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მაგრამ მაქვს უფლებამოსილება, ვთქვა, რომ როდესაც ეს ხდება საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს სრულად გამოკვლეული და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თეგები: 5 ივლისის მოვლენებირიკ დემსი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

სახალხო დამცველი 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

სექტემბერი 6, 2021
781
სამართალი

5 ივლისის აქციის დროს მოძალადე კიდევ 2 პირი დააკავეს

ივლისი 30, 2021
765
პოლიტიკა

რიკ დემსი: ცოტა უცნაურია, როდესაც მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად არის რეფერენდუმი ოპოზიციასა და მთავრობას შორის

ივლისი 27, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია