ვარკეთილში, „რიკო კრედიტის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღება შეიარაღებულმა პირმა სცადა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შევიდა. თუმცა, მას წინააღმდეგობა თანამშრომლებმა გაუწიეს.
ფილიალში იმყოფებოდნენ, როგორც დაცვის თანამშრომელი, ასევე მოლარე.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.











