ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წევასთან სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











