რიკოთის გვირაბთან ავარია მოხდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ ცოტა ხნის წინ აცნობეს.
ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც შსს-ში „პრაიმტაიმნიუსს“ უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.











