რიონის ხეობაში ადგილობრივებს მხარდაჭერა ბორჯომიდან, გურიიდან და კახეთიდან ჩასულმა ადამიანებმაც გამოუცხადეს, რომლებმაც ადგილზე კარვებიც გაშალეს და ხეობაში პროტესტის 137- ღამე გაათენეს.
„ეს ადამიანები ჩვენთან ერთად ათევენ ღამეს. ხეობაში უკვე სამი კარავია გაშლილი, სადაც ათობით ადამიანი იმყოფება”, – ამბობს აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
ისინი ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედარ 12 მარტს არის დაგეგმილი. ასევე, რიონის ხეობის “მცველები” 14 მარტს ქუთაისში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებენ.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია “ენკა” აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
ავტორი:კესო მოლაშხია










