დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი.
ნამახვანჰესის მშენებლობას მოწინააღმდეგეები 106-ე დღეა აპროტესტებენ და ღამეს სამშენებლო ადგილზე ათევენ. ისინი ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას” ტერიტორიიდან გასვლას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესი მათ საცხოვრებელს დააზიანებს. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.
ავტორი: კესო მოლაშხია











