რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას რიონის ხეობის „მცველები“ ავრცელებენ.
მომხდარის შედეგად ჩაიკეტა საავტომობილო გზა.
„ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება აქ გიგანტური ჰესის მშენებლობა. ბუნებამაც დაადასტურა ეს დღეს. სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს არ ესმით ეს და ჯიუტად ცდილობენ გააგრძელონ ის ქმედებები, რასაც ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქუჩაში და ვუპირისპირდებით იმიტომ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ვიცით, რა საფრთხეებს გულისხმობს რიონის ხეობის ეს კონკრეტული მონაკვეთი. მეტი რაღა უნდა მოხდეს? ბუნება ამბობს თვითონ, რომ არ შეიძლება აქ ჰესების მშენებლობა”, – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობის მოსახლეობა სამ თვეზე მეტია ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
ავტორი: კესო მოლაშხია











