საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ნახეთ იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს:
ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, საგზაო სამოსის, დახურული ტიპის სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარების მოსაწყობად, განსაზღვრულია 1 509 319 ლარი.
ფოთის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 219 986 ლარი.
ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის ტროტუარების რეაბილიტაციისათვის დაახლოებით 344 834 ლარი დაიხარჯება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განისაზღვრა 703 883 ლარით.
გუგუნავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის 966 310 ლარია განსაზღვრული.
ქალაქში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 765 507 ლარი.
შანიძის აღმართზე, გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 835 582 ლარი.
ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად გამოიყოფა 347 732 ლარი.
რუსთაველის გამზირის #106-ს მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია კი 156 303 ლარი დაჯდება.
ჭაბუკიანის ქუჩის მე-8 ჩიხის გზის საფარის რეაბილიტაციის თანხაა 138 707 ლარი.
ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერმაღის ირგვლივ გზის საფარის რეაბილიტაციისთვის 135 404 ლარი დაიხარჯება.
მწვანეყვავილას ქუჩის # 9 მიმდებარე საყრდენი კედლის მოსაწყობად 193 332 ლარი განისაზღვრა.
ჯამში, 2021 წელს, ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 8 475 371 ლარი დაიხარჯება.
ავტორი: კესო მოლაშხია











