„რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
როგორც პრემიერი ამბობს, ის მოწოდებები, რომ „ხალხი გამოვა და დამიცავს“ არის სრული სიცრუე და სიყალბე.
„რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის და მხარდაჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ, რომ არეულობა და დაბნეულობა შემოიტანონ. მარტივი პასუხია სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს იმავე წამს იქნება დაკავებულიდა შებრძანებული ციხეში“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ, 2 ოქტომბერს საღამოს დაანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთების ფოტოც დადო.











