fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რით დაგვამახსოვრა თავი მე-9 მოწვევის პარლამენტმა – ყველაზე ხმაურიანი პროცესები

18:19 ოქტომბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
824
ნახვა

პირველად, მეცხრე მოწვევის პარლამენტი 2016 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში შეიკრიბა. ახალმა კანონმდებლებმა ფიცი დადეს. „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის რიგებში, 115 დეპუტატი მოხვდა, 27 „ნაციონალური მოძრაობიდან“, 6 „პატრიოტთა ალიანსიდან“ და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ქვეყნის პრეზიდენტია.

 

გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენება

ქუთაისის პარლამენტში 2018 წლის 2 მაისს, ყველაზე გამორჩეული და ხმაურიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი იყო. პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.

2019 წელს პარალმენტი სრულად დედაქალაქში გადავიდა.

 

უვადო მოსამართლეთა შესარჩევი გასაუბრებები პარლამენტში

ყველაზე ხმაურიანი პროცესები მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ახლდა.

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ხანგრძლივი პროცესი მიმდინარეობდა. 14 მათგანი მოსამართლედ აირჩიეს. მათ შორის, მაშინდელი პროკურორი შალვა თადუმაძე. სწორედ მისი დიპლომის ნამდვილობა იყო იმ დროის, ყველაზე აქტუალური და საკამათო საკითხი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ თადუმაძის თანაკურსელებისთვის კონკურსი გამოაცხადა. თუ რომელიმე თანაკურსელის არსებობა დადასტურდებოდა, გოცირიძე მას ხინკლებით გაუმასპინძლდებოდა, თუმცა მას ხინკლების მიტანა პარლამენტში მოუწია.

შეიცვალა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესების წესიც. ეკა ბესელიამ, რომელიც მუდმივად მოსამართლეების კლანის გავლენებზე საუბრობდა, საკითხის გამო უმრავლესობა დატოვა.

 

სერგეი გავრილოვის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2019 წელს საქართველომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის შენობაში სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა. ფაქტმა საზოგადოებასა და ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზიდან გავრილოვი გააძევეს, ქვეყანა კი საპროტესტი ტალღამ მოიცვა.

ამ პროცესების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მისი ადგილი კი არჩილ თალაკვაძემ დაიკავა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სრულად პროპორციულ არჩევნებს დაპირდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ძალისხმევით ცვლილებების პროექტი ჩავარდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხმა ხმების საკმარისი რაოდენობა (113) ვერ მოაგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს გაცხადებულად მხარს უჭერდა მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც, საკითხი ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა ჩააგდეს.

 

 

 

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ხმა არ მისცა „ქართული ოცნების“ 35-მა დეპუტატმა, თუმცა კანონპროექტის ინიციატორი თავად მმართველი გუნდი იყო. ინიციატივას სულ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

                   პარლამენტის პიკეტირების სერია

ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებას ცვლილებების ჩაგდება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ამისთვის, კი მათ მაჟორიტარები გამოიყენეს. კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში, მმართველი გუნდი რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დატოვა.

რუსთაველის გამზირი კი პროტესტმა კიდევ ერთხელ მოიცვა. იყო პარლამენტის პიკეტირება, ყოველდღიური აქციები და ქუჩაში სპეცრაზმის გამოყვანა, მანამ სანამ პროცესებში საერთაშორისო პარტნიორები არ ჩაერთვნენ.

 

120/30 

8 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა.  კონსესუსი ორ საკითხზე შედგა და შესაბამისად, ორი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი პირველი – არჩევნები 120:30-ზე პროპორციით უნდა გაიმართოს.

პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება, ხოლო საარჩევნო ოლქები სამართლიანად გადანაწილდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% იქნება. ამასთან ერთად, დაწესდება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმი მეორე – მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვა.

 

პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოოდ, „ევროპულმა საქართველომ“ პირველ მოსმენასა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, რადგან მათი თქმით, ცვლილებები „დააზღვია“.

საკანონმდებლო ცვლილებები სამი მოსმენით დამტკიცდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით გაიმართება, რითიც საქართელოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს დააკომპლექტებს.

თეგები: მეცხრე მოწვევის პარლამენტიპარლამენტი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პლენარულ სესიაზე კანონმდებლები 2022 წლის კორექტირებული ბიუჯეტის ვერსიას უყრიან კენჭს

დეკემბერი 2, 2021
1.3k
საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა – პარლამენტმა კანონპროექტები დაამტკიცა

დეკემბერი 1, 2021
804
პოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

დეკემბერი 1, 2021
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია