ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 22 წლის გოგოს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოები ხმელეთის პარალელურად მდინარეშიც მიმდინარეობს. სააგენტო „აფხაზია ინფორმის” ცნობით, ქალი 12 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა.
სანქტ-პეტერბურგიდან აფხაზეთში ტურისტული მიზნით ჩასული ახალგაზრდა წყვილის კვადროციკლი კი რიწის ხეობაში სეირნობის დროს გადავარდა.
22 წლის კაცს, რომელიც ტრანსპორტს მართავდა, მსუბუქი დაზიანებები აქვს. ე.წ. მაშველებმა ხეობაში იპოვეს კვადროციკლიც, მაგრამ ადგილზე ვერ ნახეს ახალგაზრდა ქალი. ამიტომაც სამძებრო სამუშაოები წყალშიც მიმდინარეობს.
ავტორი: თეა შონია











