„დღემდე გადაუჭრელია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. თუ ჩვენ მივაღწევთ პროგრესს პოლიტიკური ნიშნით დევნის და პოლიტპატიმრების თემაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის რომ განახლდეს მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკები უნდა შეეხებოდეს იმას, თუ როგორ და რანაირად ვაპირებთ, ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით დავამყაროთ ქვეყანაში სტაბილური გარემო”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პესპექტივასთან დაკავშირებით.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის გასაგები. პოლიტიკური ნიშნით დევნა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ამის ფონზე,რა თქმა უნდა, შესაძლოა, ჩვენ განვაახლოთ მოლაპარაკებები. მაგრამ იმ რეჟიმში, როდესაც ხელისუფლება იქცევა, როგორც კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ხალხი მძევლად აჰყავს, ჩვენ ცხადია, რომ არ გვაქვს დღეს, მოლაპარაკებების რესუსრსის არსებობის იმედი. ამიტომ, უახლოეს დღეებში, რას გააკეთებს “ქართული ოცნება”, სწორედ ეს განსაზღვრავს, რა მიმართულებით წავა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი”, – განაცხადა სამადაშვილმა.











